ბულგარელების გამოხმაურება საქართველოსთან მარცხის შემდეგ: "გილოცავთ, 2 გოლი კარგი შედეგია"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"გილოცავთ ხალხო, ოფიცალურ მატჩში ძალიან დიდი ხანია 2 გოლი არ გაგვიტანია, ეს საოცარი შედეგია" "გულდასაწყვეტია, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახესა და მთავარ ნაკრებს ასეთ მდგომარეობაში ხედავ. ასე ხდება, როდესაც ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთი ბოლოხარისხოვანია და არავინ ფიქრობს მის განვითარებაზე. საშინელ მდგომარეობაში ვართ, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, ეს ყველაფერი დღევანდელმა მატჩმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა" "საქართველომ დაგვამარცხა, გიბრალტარი დაგვამტვრევს" "ეს გუნდი კი არა, ერთი დიდი ფერმაა, სადაც კომბოსტოსჭამიები მუშაობენ" "ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, შესარჩევი ციკლის წინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ საქართველოსი და გიბრალტარის გვეშინია, მაშინ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვვითარდებით და არაფერზე პრეტენზია არ უნდა გვქონდესო. მე მინდა მას ვუპასუხო, რომ დიახ, ფაქტია, რომ გვეშინია და გაგვანადგურეს, სამარცხვინოა ეს ყოველივე".გარდა დამცინავი კომენტარებისა, გულშემატკივართა დიდი ნაწილი, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის დასჯას ითხოვს და მათზე ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.
"თუ გინდათ, რომ ბულგარული ფეხბურთი გადარჩეს, ყველამ გამოუცხადეთ ბოიკოტი ფეხბურთის ფედერაციას" "ფაქტია, რომ საქართველომ შეძლო განვითარება, ისინი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით, თუმცა სამწუხაროა, რომ არც ვცდილობთ სწავლას. სანამ სათავეში ეს ცუდი ხალხი გვედგება, არაფერი გვეშველება"