Belive

თომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად განიხილება. გერმანელი სპეციალისტი მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, FA-სთვის იდეალური ვარიანტი პეპ გვარდიოლაა მაგრამ, ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია რომ "სიტიში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

თომას ტუხელი "სამი ლომის" თავკაცად ჯერ კიდევ ივლისში განიხილებოდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტი წვრთნიდა, რომელმაც დაკავებული პოსტი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. საუთგეიტი ლი კარსლიმ შეცვალა, რომელიც "სამ ლომს" დროებით ხელმძღვანელობს.

სხვა სტატიები