ბუკაიო საკამ არსენალთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" 21 წლის ვარსკვლავმა - ბუკაიო საკამამ, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
ბუკაიო საკა "არსენალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მას შემდეგ იგი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. მას დღევანდელ დღემდე 134 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 30-ჯერ გამოიჩინა.
რამდენიმე დღის წინ "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ მომავალში ბუკაიო საკა ლონდონური კლუბის კაპიტანიც გახდება.