Belive

სკოტ მაკტომინეი ნაპოლიში?! - ჯოვანი მანა მანჩესტერში მოლაპარაკებებს აწარმოებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალი 2024/2025 წლების სეზონის დაწყებამდე 2 დღეა დარჩენილი, "ნაპოლი" კი გაძლიერებას კვლავ აგრძელებს. ნეაპოლელების მორიგი და მთავარი სამიზნე, 27 წლის შოტლანდიელი ფეხბურთელი - სკოტ მაკტომინეია.

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი - ჯოვანი მანა "მანჩესტერში" იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს როგორც კლუბთან, ასევე მაკტომინაის აგენტთან აწარმოებს. საუბარია 2-წლიან იჯარაზე გამოსყიდვით უფლებით.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ახალი სეზონისთვის 4 ფეხბურთელით გაძლიერდა.

იტალიის სერია A-ს 3-გზის გამარჯვებულებმა, ახალი სეზონისთვის: ლეონარდო სპინაცოლა, რაფა მარინი, ალესანდრო ბონჯორნო და მიშელ ფოლორუნშო დაიმატეს.

"ნაპოლი" ახალ სეზონს კვირას, 18 ივლისს, "ვერონას" წინააღმდეგ სტუმრად მატჩით დაიწყებს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები