Mirror Football-ის შედგენილ ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი მოხვდა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ცნობილმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა "The Mirror"-მა, იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საუკეთესოდ ჩაატარეს.
სასიხარულოა, რომ ბრიტანული გამოცემის ვერსიაში 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.
გუნდში ყველაზე მეტი - 3 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებიდანაა:
მეკარე - გიორგი მამარდაშვილი
მცველები - ბიოლი, კალაფიორი, კუკურელია, კიმიხი
ნახევარმცველები - კანტე, საბიცერი, ფაბიან რუისი
თავდამსხმელები - მუსიალა, ინიაკი უილიამსი, მიქაუტაძე.