Belive

ბუფონს გაუთანაბრდა და გაუსწრებს - ნოიერი ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური ოფიციალურად 19 ივნისს დაიწყო. 19 ივნისის სათამაშო დღეს, მასპინძელმა გერმანიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ეს მატჩი ასევე ისტორიული იყო მანუელ ნოიერისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორია გადაწერა, შემდეგ მატჩში კი რეკორდსმენი გახდება.

კერძოდ, მანუელ ნოიერმა უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მე-17 ევროპის ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და ლეგენდარულ იტალიელ - ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა. ვინაიდან და რადგანაც გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, მანუელ ნოიერი ამ რეკორდსაც მოხსნის და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გახდება პირველი მეკარე, რომელსაც 18 და მეტი მატჩი ექნება ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი გერმანიის ეროვნული ნაკრების კარს 2009 წლიდან იცავს, მას შემდეგ კი 121 მატჩი ჩაატარა, სადაც კარის მშრალად შენახვა 50-ჯერ შეძლო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი ალბათობით, მანუელ ნოიერისთვის ეს ბოლო სანაკრებო ტურნირია.

სხვა სტატიები