Belive

ბუფონი დონარუმაზე: ,,დიდ მეკარეებს სხვებზე დიდი პასუხისმგებლობა აქვთ''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, განაცხადა, რომ ,,პარი სენ ჟერმენში'' ჯიჯიო დონარუმას ძირითადი მეკარის სტატუსს საფრთხე არ ემუქრება:

,,ვფიქრობ, ყველა დიდ მეკარეს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე სხვებს...

მისთვის ახლა უბრალოდ რთული პერიოდია. ერთი-ორი უიღბლო ეპიზოდი ჰქონდა, რის გამოც გააკრიტიკებენ, მაგრამ მას აქვს ისეთი ჯავშანი, რომლის საშუალებითაც პრობლემებს თავს გაართმევს.'' - ჯანლუიჯი ბუფონი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში, ,,ლე ავრთან'' მატჩში, დონარუმა მოედნიდან მე-10 წუთზე გააძევეს.

ბოლო დროს, იტალიელი მეკარე გულშემატკივრებმა ,,ნიუკასლთან'' და ,,მონაკოსთან'' შეხვედრაში გაშვებული გოლების გამოც გააკრიტიკეს.

სხვა სტატიები