FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' მეკარე - ალისონია:
,,როცა ლივერპულმა 2018 წელს რომას ბრაზილიელი მეკარის სანაცვლოდ 65 მილიონი ფუნტი გადაუხადა, ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა (იმავე წელს მისი რეკორდი კეპამ მოხსნა), 6 წლის შემდეგ კი ტრანსფერში გადახდილ ასეთ დიდ თანხაზე მერსისაიდელთა ვერცერთი ქომაგი ვერ დაიჩივლებს.
გამოცდილ მეკარეს აქვს ყველაფერი, რაც მსოფლიო დონის გოლკიპერს უნდა ჰქონდეს - იქნება ეს ბურთზე რეაქცია, ლიდერული თვისებები თუ ფეხით თამაშის უნარი. ახლა ლივერპულში იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ ახალი ერა იწყება და ალისონი 31 წლის ასაკში, ფორმის პიკში უნდა იყოს!'' - წერს FourFourTwo
რეიტინგში მეორე ადგილს ალისონის თანამემამულე, ედერსონი იკავებს. მესამე პოზიციაზე კი გერმანიის ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია.
მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარე FourFourTwo-ს ვერსიით:
ალისონი - ლივერპული, ბრაზილია
ედერსონი - მან.სიტი, ბრაზილია
ტერ შტეგენი - ბარსელონა, გერმანია
მაიკ მენიო - მილანი, საფრანგეთი
მანუელ ნოიერი - ბაიერნი, გერმანია
ჯანლუიჯი დონარუმა - პსჟ, იტალია
იან ობლაკი - ატლეტიკო, სლოვენია
ემილიანო მარტინესი - ასტონ ვილა, არგენტინა
იან ზომერი - ინტერი, შვეიცარია
ტიბო კურტუა - რეალი, ბელგია