Belive

ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ში დაქვეითდა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო 34-ე ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმი მაინცთან 0:2 დამარცხდა და ბუნდესლიგა 2-ში დაქვეითდა. ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა 17 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გაიმარჯვა, ბურთს 40-ჯერ შეეხო, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 12 გადაცემიდან 10 ზუსტად შეასრულა (83%), 2-ჯერ კარში დაარტყა, 2-ჯერ კი კარისკენ.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება:

  • Sofascore: 7.4

  • Flashscore: 7.0

  • Whoscored: 6.4

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა.