Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ოსნაბრუკის წინააღმდეგ

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში ჰაიდენჰაიმმა ოსნაბრუკი 4:3 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. პირველი გოლი მატჩში სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, ეს მან მე-10 წუთზე გაიტანა და მიმდინარე სეზონში სადებიუტოც გამოდგა. ბუდუმ მე-16 წუთზეც შეძლო გოლის გატანა, მაგრამ გაუუქმეს.

ქართველმა ფეხბურთელმა 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 29-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 16 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (75%), კარისკენ სულ 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ კარში და ისიც გოლიც დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძის შეფასება:

  • Flashscore: 7.7

  • Sofascore: 7.3

  • Whoscored: 7.6

View this post on Instagram

A post shared by 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@fch_1846)

ჰაიდენჰაიმი მომდევნო შეხვედრას 15 აგვისტოს, ჰერტას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები