Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ზანკტ პაულის წინააღმდეგ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლია 1-ის მე-18 ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" "ზანკტ პაულთან" 0:2 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მა 6.3 შეფასება დაუწერა. ბუდუმ კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ერთი გამოდგა წარმატებული, ბურთს 25-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან 8 ზუსტი იყო, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა.

"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგა 1-ის ცხრილში 14 ქულით, მე-16 ადგილზეა (4 მოგება, 2 ფრე, 12 მარცხი). ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს "აუგსბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.

ბუდუ ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმის" მაისურით სულ 3 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები