Belive

ჰაიდენჰაიმის მარცხი ჰერტასთან - როგორი თამაში ჰქონდა ბუდუს?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მეორე ტურში, ჰერტამ საკუთარ მოედანზე ჰაიდენჰაიმს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და აქვე გადწყვიტეს თამაშის ბედი - მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს (49-ზე შოპნერმა შეამცირა სხვაობა, 89-ზე ჰერტამ ისევ აღადგინა 3-ბურთიანი უპირატესობა). აღსანიშნავია, რომ ჰერტამ მეოთხე გოლი ზუსტად ერთ წუთში გაიტანა მას შემდეგ, რაც მოედანზე 10 კაცით დარჩა.

ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 78 წუთი გაატარა. სამწუხარ, ბუდუს გოლების სერია შეწყდა - მან პირველი ტურის შეხვედრაშიც გაიტანა და იქამდე ამხანაგურშიც. ქართველმა საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო, მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ და მიზანს ასცდა. sofascore-სა და whoscored-ის მონაცემებით, ზივზივაძემ მხოლოდ 6 ქულა დაიმსახურა.

18 და 23 აგვისტოს, ჰაიდენჰაიმი ჯერ ამხანაგურად ეთამაშება ბაიერნს, შემდეგ კი გერმანიის თასზე იედელოს.

მესამე ტურის შეხვედრას, ქართველის კლუბი, 29 აგვისტოს, დინამო დრეზდენთან ჩაატარებს.