Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება ვეენთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ვეენი" მიიღო და მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. შესანიშნავ ფორმაშია საქართველოს ნაკრებისა და კარლსრუეს ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა მას შემდეგ, რაც წინა ტურში კარლსრუემ "ჰამბურგს" სტუმრად, დრამატულ შეხვედრაში 3:4 სძლია. ზივზივაძისთვის ეს გოლი ჩემპიონატში უკვე მე-7 იყო.

whoscored-ის ვერსიით, საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ბუდუ, მეორე საუკეთესო ფეხბურთელი იყო (7.5 ქულა). ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ იგორ მატანოვიჩს ჩამორჩა, რომელსაც whoscred-მა (8.0) შეფასება დაუწერა. აღსანიშნავია, რომ მატანოვიჩმა ჰამბურგთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე ცუდად კარლსრუეს 30 წლის გერმანელი მეკარის, პატრიკ დრიუს თამაში შეფასდა (5.0 ქულა).

მატანოვიჩისა და ზივზივაძის თამაში უფრო მცირე სხვაობით შეაფასა sofascore-მა, ბუდუ ზივზივაძე (7.2 ქულა), მატანოვიჩი კი - (7.6). ბუდუმ მოედანზე 88 წუთი გაატარა.

ბუნდესლიგა 2-ში კარლსრუეს დღევანდელ შეხვედრამდე ზედიზედ 3 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ეს სასიამოვნო ტრადიცია დღეს დაირღვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის უკანასკნელ 6 შეხვედრაში, ზივზივაძის გუნდი არ დამარცხებულა.

20 ტურის შემდეგ კარლსრუეს 28 ქულა აქვს და ცხრილის მე-6 პოზიციას "ჰანოვერთან" იყოფს, თუმცა ამ უკანასკნელს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები