Belive

ბუდუ ზივზივაძის თამაში ჰერტას წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა 21 მარტს "ჰერტასთან" გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის მზადყოფნაზე გაამახვილა ყურადღება.

ბუდუ ზივზივაძის თამაში "ჰერტას" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ქართველ ფორვარდს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა და როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს ის სრულად სათამაშო ფორმაში არ არის.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ წინა, 29-ე ტურის შეხვედრა "პადერბორნის" წინააღმდეგ ვირუსის გამო გამოტოვა.