Belive

ბუდუს გოლის გასატანად 6 წუთი ეყო | კარლსრუემ კაიზერსლაუტერნი გაანადგურა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის 23-ე ტურში "კაიზერსლაუტერნმა" ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. ქართველ თავდამსხმელს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, ამიტომ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია, მატჩის მიწურულს, მაშინ როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო, ბუდუმ მატანოვიჩი შეცვალა, ეს 88-ე წუთზე მოხდა, 91-ზე კი თავით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზივზივაძემ უკანასკნელ მატჩშიც გამოიჩინა თავი, ამხანაგურ შეხვედრაში ოფენბაჰის წინააღმდეგ მან ერთადერთი გოლი გაიტანა, კარლსრუემ კი ის შეხვედრა 1:5 დათმო. საქართველოს ნაკრებიის თავდამსხმელისთვის კაიზერსლაუტერნის კარში გატანილი გოლი რიგით მერვეა ჩემპიონატში.

კარლსრუე ბუნდესლიგა 2-ის მე-9 პოზიციას 32 ქულით იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 მარტს, "ფიურტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები