Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება არმინია ბილეფელდის წინააღმდეგ

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრა ჰაიდენჰაიმსა და არმინია ბილეფელდს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, მე-13 წუთზე არმინია ჯოელ გროდოვსკიმ დააწინაურა, 30-ე წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჰაიდენჰაიმი შემდეგ წინ 45+3 წუთზე გაიყვანა პოლ ჰენრიხმა, საბოლოო ანგარიში კი 55-ე წუთზე ფელიქს ჰაგმანმა დააფიქსირა.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 86-ე წუთზე შეცვალეს, როგორც უკვე გითხარით ქართველმა ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა, ბუდუმ 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 45-ჯერ შეეხო, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 გამოდგა წარმატებული, 29 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა (86%), 2-ჯერ კი კარში დაარტყა.

ბუდუ ზივზივაძის შეფასება:

  • Flashscore: 7.4

  • Sofascore: 7.9

ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 13 ქულით მე-3 პოზიციაზეა (4 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ოქტომბერს კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ გამართავს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები