Belive

ბუდუს გოლმა ჰაიდენჰაიმს ქულა მოუტანა - ქართველის შეფასება

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში ჰაიდენჰაიმმა ჰანოვერს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომელსაც 20 სექტემბრის შემდეგ, როცა არმინიას კარი აიღო, მშრალი სერია ჰქონდა - დღეს მან ეს ცუდი სერია შეწყვიტა და ქართველის გოლმა ჰაიდენჰაიმს ქულა მოუტანა. სწორედ ბუდუს თავურით აღდგა წონასწორობა 66-ე წუთზე. მწვრთნელმა ის 85-ე წუთზე შეცვალა.

ბუდუ ზივზივაძეს, ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესო შეფასება ჰქონდა - sofascore-სა და whoscore-ის მიხედვით, ბუდუმ 7.7-დან 7.9-დე ქულა დაიმსახურა. ზივზივაძისთვიის ეს მეოთხე გოლი იყო ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში.

11 ტურის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს 16 ქულა აქვს და ჩემპიონატის მეშვიდე ადგილზეა.

სხვა სტატიები