Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება პროისენ მიუნსტერის წინააღმდეგ

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში "კარლსრუემ" "პროისენ მიუნსტერთან" ფრედ 1:1 ითამაშა. "კარლსრუეს" მხრიდან ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ბუდუ ზივზივაძე მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან ჩაერთო და 76 წუთი ითამაშა, ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა 7.1-ით შეაფასა, მან კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს. 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, ბურთს 16-ჯერ შეეხო, 7 გადაცემიდან 6 ზუსტად შეასრულა (86%), 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.

"კარლსრუეს" ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 20 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება (5 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი). ლიდერ "ჰანოვერს" 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩაატარებს, მათი მეტოქე 23 ნოემბერს "გროიტერ ფიურტი" იქნება, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, პირველადგილოსან ისაკ ლიდბერგს ერთი გოლით ჩამორჩება.

სხვა სტატიები