Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება მაინცის წინააღმდეგ

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" 0:2 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 6.3-ით შეაფასა, ის ბურთს 23-ჯერ შეეხო, 11-გადაცემიდან 9 ზუსტად შეასრულა, 13 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.

"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგა 1-ის ცხრილში 14 ქულით მე-16 ადგილზეა (4 მოგება, 2 ფრე, 16 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი კონფერენს ლიგის ეგიდით "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 20 თებერვალს, 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები