Belive

ბუდუ ზივზივაძემ წითელი მიიღო - ჰაიდენჰაიმი მესამედაც დამარცხდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურში ჰაიდენჰაიმმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველივე წუთიდან იყო ბუდუ ზივზივაძე, თუმცა ქართველი თავდამსხმელისთვის მატჩი უიღბლოდ დასრულდა. 22-ე წუთზე ის პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა - მოწინააღმდეგის წვივში გაშლილი ფეხის ჩარტყმისთვის.

ჰაიდენჰაიმისთვის კაცის გაძევებამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და მასპინძლებიც კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა 34-ე წუთზე სერუ გირასიმ ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე კი სხვაობა 2-ბურთიანი მაქსიმილიან ბაიერმა გახადა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ჰაიდენჰაიმმა სამივე ტურის შეხვედრა წააგო და ბუნდესლიგის ბოლო ადგილზეა, დორტმუნდს კი ჩატარებულ 3 მატჩში 7 ქულა აქვს.

სხვა სტატიები