ბუდუ ზივზივაძემ ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ დახურული ტესტ-მატჩი გამართა და 4:1 გაიმარჯვა.
ბუდუმ მატჩში დუბლი შეასრულა, პირველი გოლი 21-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 42-ე წუთზე უკვე ბუნდესლიგის გუნდთან მეორე გოლის გატანაც მოახერხა. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბუდუ შეცვალა.
"კარლსრუე" სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს, 24 ივლისს "მიუნხენ 1860"-ს დაუპირისპირდება, ხოლო 27 ივლისს "სტრასბურგს".
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/83070/csm_GI1_8654-2_ad914a88e2.jpg)