ბუდუს საგოლე პასი და კარლსრუეს სამი ქულა - ქართველის კარგი მატჩი გერმანიაში
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" შინ "ელვერსბერგს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში მეტოქე 3:2 დაამარცხა.
ბუდუ ზივზივაძემ მოედანზე 86 წუთი დაჰყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა 48-ე წუთზე მოედნის ცენტრში ორთაბრძოლა მოიგო და შლოსენერი მეკარესთან ერთ-ერთზე დატოვა - ანგარიში 2:1 გახდა.
Flashscore-მ ბუდუს თამაში 6.9 ქულად შეაფასა, ხოლო sofascore-ს და whoscored-ის შეფასებები 7.1 იყო.
ზივზივაძეს სამი ტურის შემდეგ სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს, რითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
მოდევნო მატჩს "კარლსრუე" 1 სექტემბერს, სტუმრად, "ბრაუნშვაინგის" წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ქართველი ფორვარდი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ერთა ლიგის მატჩებისთვის მოემზადება.
#ABPFIFF! |3:2| Die Punkte bleiben in Karlsruh'! Wir gewinnen ein turbulentes zweites Heimspiel! 😍 💙
— Karlsruher SC (@KarlsruherSC) August 23, 2024
___________
In wenigen Minuten:
⚽ Spielbericht auf https://t.co/AciPhj4wlq
📺 Zusammenfassung auf https://t.co/dd8L5GlNZc#KSCSVE #KSCmeineHeimat pic.twitter.com/xcLG6G1rrC