საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია, რაც მის სტატისტიკაშიც აისახება, ახლა კი ეს პროდუქტიულობა ქართველ ფეხბურთელს პრიზის სახითაც დაუფასდა.
"უიპეშტის" ქართველი თავდამსხმელი თავისი კლუბის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მას შემდეგ, რაც "ფეჰერვარმა" 28 წლის ფეხბურთელი "უიპეშტში" გაანათხოვრა, ქართველმა ფეხბურთელმა 8 მატჩში 7 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გუნდი კი 36 ქულით მეხუთე პოზიციამდე აღზევდა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის.
https://www.live.ge/fexburti/zivzivadzis-pasi-da-beridzis-thavuri-qarthuli-goli-ungrethshi-video/
https://www.live.ge/fexburti/zivzivadzem-beridzis-pasith-sezonshi-metskhre-goli-gaitana-video/
ზივზივაძის სტატისტიკა ამ სეზონში შემდეგნარია: 23 მატჩი, 9 გოლი, 6 საგოლე პასი.