ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს ვარჯიშზე დაშავდა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„კარლსრუესა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე, სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა – ინფორმაციას bnn.de ავრცელებს.
ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი, მატეო პოპერტი მკურნალობს - ნათქვამია bnn.de-ს განცხადებაში
ბუდუმ ბუნდესლიგა 2 შესანიშნავად დაიწყო. ქართველმა პირველივე ტურის შეხვედრაში, "ნიურნბერგს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა და კარლსრუეს მატჩში 3:2 მოაგებინა. ზივზივაძე, 2 ტურის შემდეგ, ტურნირის თანაბომბარდირია.
ქართველი ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმისა და დაბრუნების თარიღის შესახებ, ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.