"ბუდუ თავისი ასაკის და გამოცდილების გათვალისწინებით დაგვეხმარება" - ჰეიდენჰეიმის მწვრთნელი
ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე "ჰეიდენჰეიმში" გადასვლის შემდეგ პირველი მატჩისთვის ემზადება, მისი პირველი მეტოქე, ბუნდესლიგა 1-ში "უნიონ ბერლინი" იქნება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.
თუ გასული 2024 წლის თამაშებს გავითვალისწინებთ, გუნდს სჭირდებოდა გაძლიერება, ამიტომ სწრაფად უნდა გვემოქმედა. ბუდუს სახით ჩვენ დავიმატეთ ფეხბურთელი, რომელიც ასაკის და გამოცდილების გათვალისწინებით დაუყოვნებლივ დაგვეხმარება. კიდევ ერთ ახალწვეულ, ფრანს კრეციგს რაც შეეხება, ის მარცხენა ფლანგზე კონკურენციას გაზრდის. ხვალ მატჩამდე ყველაფერს გავიგებთ, ითამაშებს თუ არა რომელიმე მათგანი ძირითადში.
მეორე წელია, რაც ბუნდესლიგა 1-ში ვასპარეზობთ. ჩვენ ვთამაშობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ დაქვეითება თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა უარყოფითმა შედეგებმა ჩვენზე გავლენა მოახდინა, მაგრამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ გუნდი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და ამით სიტუაციის გამოსწორებასაც შევძლებთ.
- ფრანკ შმიდტი
"Wir müssen in Vorleistung gehen und unser Herz auf dem Platz lassen!" – was Frank Schmidt vor der Bundesliga-Rückkehr gegen Union Berlin sonst noch zu sagen hat, erfahrt Ihr hier! ⤵️
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) January 10, 2025
📽️👉 https://t.co/YvDqA0N3Bd
📰👉 https://t.co/UqO6IdXcQp
🔴🔵 #NurDerFCH #FCHFCU pic.twitter.com/wMJ4VKesPy
16 ტურის შემდეგ "ჰეიდენჰაიმს" ბუნდესლიგა 1-ში 10 ქულა აქვს და 18 გუნდიან ცხრილში მე-16 ადგილზეა. 8-8 ქულით მე-17 და მე-18 ადგილებს "ჰოლშტაინ კილი" და "ბოხუმი" იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ვინც მე-16 ადგილზე იქნება ის ბუნდესლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძოლებს და პლეი-ოფს ითამაშებს, ხოლო მე-17 და მე-18 ადგილზე გასული გუნდები მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდებიან.