Belive

ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგაში დასარჩენად სტუმრად მოგება სჭირდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის სარელეგაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, ჰაიდენჰაიმმა ფრედ ითამაშა. ბუდუ ზივზივაძის გუნდი, რომელიც ჩემპიონატში მე-16 ადგილზე გავიდა, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, ბუნდესლიგა 2-ის მესამე ადგილზე გასულ ელვესბერგს ხვდება. პირველ მატჩი ჰაიდენჰაიმში ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძლებისთვის ყველაფერი ცუდად წარიმართა, 62-ე წუთამდე ისინი 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა ზუსტად 3-წუთიან მონაკვეთში გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრა ასეც დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძე მატჩში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო. ქართველმა კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, თუმცა მიზანს სამივე შემთხვევაში ასცდა. ზუსტი პასების 50%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, გამამწვავებელი გადაცემა კი 2-ჯერ გააკეთა. ჩვენი ნაკრების ფორვარდმა (6.5 ქულა) შეფასება დაიმსახურა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 მაისს, ამჯერად ელვერსბერგის მოედანზე გაიმართება.

სხვა სტატიები