Belive

სიახლე ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით - საქმეში ინგლისური კლუბი ჩაერთო

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე, რამდენიმე კლუბი აქტიურად მუშაობს. როგორც ცნობილია, ნიგერიელით, ყველაზე მეტად, მადრიდის ატლეტიკო იყო დაინტერესებული. ახლა კი, სატრანსფერო ბაზარზე, ლონდონის არსენალიც ჩაერთო. როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა, ოსიმენის თაობაზე, გალათასარაისთან, მოლაპარაკებები გამართეს.

"მეთოფეებმა" ნიგერიელ ფორვარდზე ყურადღება მას შემდეგ გადაიტანეს, რაც სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, ახალი შემტევები ვერ დაიმატეს. არსენალი ხულიან ალვარესითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ მადრიდელები, არგენტინელის გაყიდვაზე, კვლავ მტკიცე უარს აცხადებენ.

გამოცემის ცნობით, ოსიმენის სახელი, არსენალსა და გალათასარაის შორის, უფრო ფართო მოლაპარაკებების დროს გაჩნდა. როგორც ცნობილია, თურქეთის სუპერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა, "მეთოფეებს", მარტინელის სანაცვლოდ, 35 მილიონი ევრო შეთავაზეს, მაგრამ ESPN Brasil - ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი, თურქეთში გადასვლაზე ყოყმანობს.

ოსიმენის არსენალში შესაძლო გადასვლას მხარს უჭერს ჩელსის ყოფილი ნიგერიელი ფეხბურთელი, ჯონ ობი მიკელი. მიკელმა, თანამემამულეზე, ადრე განაცხადა, რომ ოსიმენს ევროპის ლიგაში თამაში ძალიან უყვარს და ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს. მიკელმა Metro Sport-თან საუბრისას განაცხადა:

ვფიქრობ, ყველას გვინდა, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. ასე, რომ არსენალი, შესაძლოა, მისი დანიშნულების ადგილი გახდეს. შესაძლოა, არსენალის კარი მისთვის ღია იყოს.

მას რამდენჯერმე ვესაუბრე. საუბრის დეტალებზე ბევრს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მას ძალიან სურს ევროპის ტოპ-ლიგაში თამაში, სადაც მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოაჩენს და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს. - ჯონ ობი მიკელი

ოსიმენის დამატება, მიკელ არტეტასთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ესპანელ მწვრთნელს, გოლების სტაბილურად გამტანი თავმდამსხმელი სურს. გალათასარაიმ, ოსიმენთან ერთად, შეტევაში, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია. ნიგერიელმა, ორი წლის განმავლობაში, გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 69 შეხვედრაში, 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ნიგერიელი ფეხბურთელისთვის, პრემიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობა, კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სხვა სტატიები