Belive

ბრუნო ფერნანდეში: "საშინელი მუნდიალი გამოვიდა - მიზანი ჩემპიონობა იყო"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მორიგ დაპირისპირებაში პორტუგალია ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ 90+1 წუთზე გაიტანა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც აშშ/ბელგიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუგალიელთა მარცხით კრიშტიანუ რონალდუს უდიდესი სანაკრებო ეპოქა დასრულდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალი იყო და არც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ უწერია დიდი ხანი.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა, საკუთარი გუნდის 2026 წლის მუნდიალზე გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეჯიბრი მათ ჩააგდეს.

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ ეტაპზე დამარცხება ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩემპიონობისთვის ემზადები...

ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი უარყოფითი იყო და ფაქტია, რომ გუნდმა მუნდიალი ჩავაგდეთ. იზანი თასის მოგება იყო და ფინალშიც ვერ გავედით - სხვანაირად როგორ უნდა შევაფასო ეს გამოსვლა?! საშინელება..." - ბრუნო ფერნანდეში

ბრუნო ფერნანდეშმა 2026 წლის მუნდიალზე ვერ გაიბრწყინა, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ მას ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩაუვარდა, რადგან სტატისტიკის მხრივაც ცუდი შედეგი ჰქონდა.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ხუთივე მატჩი ითამაშა, სადაც თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვა სტატიები