"ბრწყინვალე დღეა და ჩემი გუნდით ვამაყობ" - ზურიკო დავითაშვილი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილმა, ფაქტობრივად, მარტომ მოუგო "ოსერს". ქართველის ჰეთ-თრიკით "სენტ-ეტიენმა" 3:1 იმარჯვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
ზღაპრული საღამოს შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდით ამაყობს.
ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ბრწყინვალე საღამო გამოდგა. უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ და მე ჰეთ-თრიქი შევასრულე. ამ ყველაფრით უზომოდ ბედნიერი ვარ. მინდა ხაზი გავუსვა ფანების მხრიდან შექმნილ ბრწყინვალე ატმოსფეროს - დიდებული გულშემატკივრები გვყავს. ჩვენი ფანები საუკეთესოები არიან. დაუჯერებელი იყო, როდესაც დავინახე, როგორ მოძრაობდნე. ტრიბუნაზე გოლის გატანის დროს.
"სენტ-ეტიენმა" პროგრესი უნდა განაგრძოს. ჰეთ-თრიქი და სამი ქულა შესანიშნავია - დიდებული დღეა და ჩემი გუნდით ვამაყობ.
- ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, "სენტ ეტიენმა" მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო, საიდანაც 5-ში ზურიკო დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).