Belive

,,ეს ყველაფერი ძალიან მჭირდებოდა'' - დავითაშვილი ოსერთან შესრულებულ ჰეთ-თრიკზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, უკრაინასთან და ალბანეთთან გასამართ მატჩებზე ისაუბრა.

ქართველი ფეხბურთელი მომავალ შეხვედრებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება - ზურიკომ ლიგა 1-ის გასულ ტურში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

,,კლუბში კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია... მით უმეტეს, შეკრებამდე 1-2 დღით ადრე, ასეთ კარგ შედეგს რომ აფიქსირებ, ფსიქოლოგიურად გეხმარება. ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი მე, თვითონ გუნდსაც და ძალიან გახარებული ვარ.

ახლა ეს პირადად მე ნაკრებში უნდა გადმოვიტანო. ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ ისე ვითამაშოთ, როგორც წინა შეკრებაზე და, რა თქმა უნდა, გარკვეული დეტალები გამოვასწოროთ.'' - ზურიკო დავითაშვილი

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

View this post on Instagram

A post shared by Georgian Football Team (@nakrebi)

სხვა სტატიები