Belive

სენტ ეტიენი დამარცხდა - ზურიკო დავითაშვილის შეფასება

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, "სენტ ეტიენმა" "ნიცას" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

"სენტ ეტიენის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა. Sofascore-მ ფრანგული კლუბის ქართველი შემტევის თამაში 6.9 ქულით შეაფასა. დავითაშვილი ბურთს 65-ჯერ შეეხო და 46-დან 39 ზუსტი პასი შეასრულა. დავითაშვილმა 3 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა და 5 ორთაბრძოლა მოიგო.

"ნიცასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "სენტ ეტიენი" 19 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და პლეი-აუტის ზონაში იმყოფება.