"ბრწყინვალე დრიბლინგით გამოირჩევა" - ნაპოლის ვარსკვლავები კვარაცხელიას შესახებ
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
- ხვიჩა კვარაცხელია: “აქ დიდი ტიტულების მოსაგებად მოვედი” | VIDEO
- ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: “კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზია”
- “კვარაცხელია როგორც მარადონა” – იტალიური პრესა ქართველ ფეხბურთელზე წერს

ჯოვანი დი ლორენცო: "ჩვენ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელთაც "ნაპოლის" ისტორია დაწერეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრანსფერი განხორციელდა - ახალწვეულები ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. კვარა სპალეტის სისტემას მარტივად მოერგო. დარწმუნებული ვარ ჩვენს ფანებს მალევე შეაყვარებს თავს. არ დაგვავიწყდეს ლოზანო და პოლიტანო, რომლებიც მარჯვენა ფლანგიდან შეუტევენ და ცალკე აღნიშვნის ღირსია ოსიმენი. ის წარმოუდგენლად ძლიერი შემტევია. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს". სტანისლავ ლობოტკა: "გუნდში ახლადმოსულმა ფეხბურთელებმა ჩემზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინეს. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, ახალწვეულებმა მეტი მრავალფეროვნება მოგვცეს. კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგით გამაოცა. გარკვეულწილად ინსინიეს ვამსგავსებ, თუმცა, მათ შორის დიდი სხვაობაა. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში გუნდს ძალიან დაეხმარება".