Belive

ემანუელ ადებაიორი: "პრემიერ ლიგას სიტი მოიგებს - არსენალი ჩემპიონობას არ იმსახურებს"

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ყოფილმა ტოგოელმა ფორვარდმა - ემანუელ ადებაიორმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სავარაუდო გამარჯვებულის შესახებ ისაუბრა.

41 წლის ვეტერანი ორივე კლუბში თამაშობდა, როგორც არსენალში, ასევე მანჩესტერ სიტიში.

„მე გადავხედე როგორც არსენალის, ასევე სიტის შემდეგ მატჩებს. არსენალმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა მათი თამაშის ხარისხი უფრო ხშირ შემთხვევაში არ მომწონს, ვიდრე პირიქით.

როდესაც თამაშს იგებენ, თუნდაც მინიმალური სხვაობით და დიდი სათამაშო უპირატესობა აქვთ, ისინი მაინც არ უტევენ და ამ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობენ. რამაც საბოლოოდ ისეთი შედეგები მოიტანა, როგორიცაა ბოლოადგილოსან ვულვზთან ვერ მოგება და კიდევ ბევრი...

სიტიმ კი თუ თამაში იგრძნო და ანგარიშში დაწინაურდნენ, მორიგ გოლებზე არიან დაგეშილები, რაც ფეხბურთს ძალიან უხდება.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, სიტის პრემიერ ლიგის მოგება უფრო სამართლიანი იქნება..." - ემანუელ ადებაიორი

შეგახსენებთ, რომ ემანუელ ადებიორი წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის 4 სხვადასხვა კლუბში: არსენალში; სიტიში, ტოტენჰემსა და კრისტალ პალასში თამაშობდა. ტოგოელ ფორვარდს პრემიერ ლიგაში 97 გოლი აქვს გატანილი.

ადებაიორის 2009 წელს არსენალთან გატანილი გოლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღნიშვნაა ფეხბურთის ისტორიაში. სიტიში ახალგადასულმა ტოგოელმა ფორვარდმა, 2009 წელს ყოფილ გუნდს (არსენალს) გაუტანა და მთელი მოედანი გაირბინა, სადაც არსენალის ქომაგების ტრიბუნასთან გაიქცა და მუხლებზე გასრიალდა.

სხვა სტატიები