Belive

ბრიტანული მედია: "კვარაცხელია ნიუკასლის მთავარი სამიზნე ხდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედია კვლავაც აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ "ნიუკასლ იუნაიტედს" ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სერიოზულად აქვს განზრახული.

"კაჭკაჭები", რომლებიც აზიური ინვესტიციის შემდეგ ახალი პროექტის აშენებას შეუდგნენ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ საქართველოს ნაკრების და იტალიური "ნაპოლის" ლიდერს განიხილავენ.

football365-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის განმავლობაში, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი "ნიუკასლის" გარდა, ისეთ ინგლისურ კლუბებს გაუჩნდათ, როგორებიც "ლივერპული", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ლიდს იუნაიტედი" არიან.

სატრანსფერო ექსპერტი, ჯეიკობსი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას "ნაპოლისთან" განშორება მარტივი არ იქნება, მაგრამ "ნიუკასლის" ინტერესი ნამდვილად ყურადსაღებია.

ამ მომენტისთვის, "ნიუკასლი" ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 39 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება 21 წლის ქართველ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, ასევე, მის აქტივში 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები