ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი სახლის ეზოში ხელოვნური ტბის უნებართვოდ მოწყობა გახდა.
Neymar has been fined nearly $3.5 million after Brazilian authorities said that the soccer star’s luxury coastal mansion in southeastern Brazil violated rules in the 'construction of an artificial lake' https://t.co/VE5RVJYSxJ pic.twitter.com/T5rdztMMER
— Reuters (@Reuters) July 5, 2023
ფეხბურთელს შინ რამდენიმე გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვია, რომლებმაც ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს. ნეიმარს ყველაფრის მოსაგვარებლად გარკვეული დრო მისცეს, თუმცა, "პსჟ-ს" შემტევმა პრობლემის მოსაგვარებლად თავი არ შეიწუხა და სოციალურ ქსელში წვეულების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ამ ტბაზე იყო გამართული.
მერიის მიერ გამოქვეყნებულ 46-გვერდიან დოკუმენტში ჩანს, რომ ფეხბურთელი თითოეული დარღვევისთვის მაქსიმალურად დაისაჯა. ამ ყველაფრის გამო, ბრაზილიის მთავრობამ ნეიმარი 3.3 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ნეიმარის მამამ - ნეიმარ და სილვა სანტოსმა, სახლში მისულ გარემოს დაცვის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.
🚨 Neymar has been fined $3.3M by the Brazilian authorities for building an artificial lake in the garden of his Rio beach house without permission. 🇧🇷💰🌊
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) July 4, 2023
The residence was visited by the environmental authorities, who discovered several irregularities and banned the creation… pic.twitter.com/dFYhC1b2St