"ბრაზილიიდან არავის დაურეკავს" - ჟოზე მოურინიო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
წამყვანი სპორტული მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია, "სელესაოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავდა.
მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფედერაციის წარმომადგენლებსა და მოურინიოს შორის კონტაქტიც შედგა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინფორმაცია უარყო.
მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად, ბრაზილიიდან არავის დაურეკავს. ჩემს აგენტს ვუთხარი: არავის დაელაპარაკო, მანამ სანამ "რომას" მთავარი მწვრთნელი ვარ. კლუბის მფლობელებს 100%-ით ვენდობი. "რომას" მფლობელებს ყოველთვის ვაფრთხილებ, როდესაც წინადადებით მომმართავენ - ასე იყო პორტუგალიის შემთხვევაშიც და ასე იყო, როდესაც გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან დამირეკეს. - ჟოზე მოურინიო.
🚨 José Mourinho: "Brazil didn't call me to become the new coach. I told my agent: don't speak to anyone as long as I'm AS Roma manager".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 4, 2024
"I trust AS Roma owners 100%. I always informed them including when Portugal called me... and when Saudi club called me last summer". pic.twitter.com/GQYenDuRXl