Belive

ბრაზილიაში ნეიმარის ახალდაბადებული შვილის გატაცება სცადეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ქალაქ კოტიაში ნეიმარის ახალდაბადებული ჩვილის გატაცება სცადეს. ადგილობრივი გამოცემა O Globo-ს ცნობით, აღნიშნული ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა. წყაროს ცნობით, გამტაცებლები ფეხბურთელის შეყვარებულის დედის სახლში, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე შეიჭრნენ. დამნაშავეებმა სახლი გაძარცვეს და 120 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მძარცველებს ნეიმარის შვილთან ერთად, მისი შეყვარებულის გატაცებაც სურდათ. გამოძიების შედეგად, პოლიციამ მხოლოდ ერთი კრიმინალი დააკავა. დამნაშავე 19 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. ნეიმარმა და ბიანკარდიმ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადეს, რომ მათი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სხვა სტატიები