ბრაზილიაში ფეხბურთელმა წითელი ბარათი მატჩის დაწყებამდე მიიღო
ბრაზილიაში, სან კაეტანოსა და სან ჟოზეს შორის, კოპა პაულისტას პირველი ტურის მატჩში უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. სან ჟოზეს თავდამსხმელი, მიქაელი, თამაშის დაწყებამდე გააძევეს, რადგან მთავარი მსაჯის, გუსტავო ჰოლანდა სოუზას თქმით, მან სათადარიგო სკამის გვერდით მოშარდა.
მატჩის ოქმში მსაჯმა აღნიშნა:
ფეხბურთელი გაძევებულია სათამაშო მოედნის დატოვებისა და მატჩის დაწყებამდე საკუთარი სათადარიგო სკამის გვერდით მოშარდვის გამო.
რადგან გაძევება თამაშის დაწყებამდე მოხდა, სან ჟოზემ შეძლო მის ნაცვლად მოედანზე სხვა ფეხბურთელი შეეყვანა და მატჩი მაინც 11 მოთამაშით დაიწყო. მიქაელის ნაცვლად შერჩეული ფეხბურთელი ჩე ჩე აღმოჩნდა, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
ფეხბურთის წესებში უშუალოდ მინდორზე მოშარდვისთვის კონკრეტული სასჯელი გათვალისწინებული არ არის. თუმცა, მსაჯები ამ ქმედებას, როგორც წესი, მე-12 წესის საფუძველზე სჯიან, რაც არასპორტულ, შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ან აგრესიულ ქცევას გულისხმობს.
Micael, atacante que foi emprestado pelo Sport ao São José-SP, foi expulso antes mesmo de começar a partida.
— NE45 (@NE45Minutos) July 20, 2026
Em súmula, o árbitro relatou o motivo: "por sair do campo de jogo para urinar ao lado do seu banco de reservas, antes do início da partida".
🎥: Ulisses TV pic.twitter.com/nfYsWnnKLI