Belive

პირზე ხელის აფარების გამო ნეიმარიც გააგდეს

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიურ ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ, თავის მეორე სეზონში, ნეიმარი მსაჯმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გააძევა იმ მომენტში, როდესაც სანტოსი ბაიასთან ანგარიშით 0:1 აგებდა.

ტაიმის დასაწყისშივე ნეიმარი ბაიას ნახევარმცველს, როდრიგო ნესტორს მიუახლოვდა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რადგან ბრაზილიელმა ნახევარმცველმა შესვენებისას მის მისამართით მწვავე განცხადებები არ დაიშურა. სიტუაცია წამებში დაიძაბა და შექმნილი არეულობის ფონზე, მთავარმა მსაჯმა, ნეიმარს უყოყმანოდ უჩვენა პირდაპირი წითელი ბარათი.

მსაჯებმა ზუსტად გამოიყენეს ის ახალი რეგულაცია, რომელიც პირველად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემოიღეს - თუ მოთამაშეები მეტოქესთან საუბრისას პირს იფარავენ და ამ დროს მავნე ან შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიცვლება, მსაჯს უფლება აქვს, მათ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენოს.

ის, რომ ნეიმარმა პირზე ხელი აიფარა, მსაჯს თავად როდრიგო ნესტორმა უთხრა, რაც შემდეგ VAR-ზე გადამოწმდა.