ბრატისლავის სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრატისლავის "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა, დამოუკიდებელი სლოვაკეთის ისტორიაში კი მე-14-ჯერ.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ზედიზედ მესამედ შეძლეს.
ბრატისლავურმა გუნდმა ჩემპიონობა 5 ტურით ადრე იზეიმა, ეს დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ მოხდა.