ბრაიტონის მწვრთნელი არსენალთან მატჩზე: ,,თამაშს მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა''
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არსენალთან წაგებული მატჩის შემდეგ, ბრაიტონის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიან ჰიურცელერმა, ლონდონური გუნდი გააკრიტიკა:
,,ფეხბურთის თამაში მხოლოდ ერთმა გუნდმა სცადა. თუ არსენალი ჩემპიონი გახდება, არავინ იკითხავს, როგორ გააკეთეს ეს. საბოლოოდ, საუბარი წესებზეა - თუ მსაჯი ყველაფერს დაუშვებს, ისინი საკუთარ წესებს შექმნიან. არასდროს ვიქნები ისეთი მწვრთნელი, რომელიც მოგებას ნებისმიერ ფასად ეცდება.
პრემიერლიგას ახალი წესის შემოღება სჭირდება - დროის გაყვანისთვის მეტი ყვითელი ბარათი უნდა რიგდებოდეს. ოდესმე გინახავთ, რომ მეკარე მატჩში ძირს სამჯერ ეცემოდეს?'' - ფაბიან ჰიურცელერი
პრემიერლიგის 29-ე ტურში არსენალმა ბრაიტონი სტუმრად 1:0 დაამარცხა.
არტეტას გუნდი 67 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის 7 ქულით უსწრებს. სიტისთან შედარებით, მეთოფეთა ანგარიშზე ერთით მეტი მატჩია.
🚨🗣️ Fabian Hurzeler (Brighton manager) after losing to Arsenal: "There was only one team that tried to play football tonight."
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) March 4, 2026
"I will never be the kind of manager who tries to win it that way."
"The Premier League has to make clearer rules for time wasting, because they have… pic.twitter.com/afP6W3Xeoj