ბრაგასთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ბრაგას'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-20 შეხვედრას ჩაატარებს.
,,ნაპოლის'' ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მერეტი - რაჰმანი, ნათანი, ჟუან ჟესუსი, დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
5 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 7 ქულა აქვს და ჯგუფის მე-2 პოზიციაზეა, ,,ბრაგა'' კი 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.