Belive

ბორდოს ყოფილი მწვრთნელი: "ზურიკო ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გამოცდილმა ფრანგმა მწვრთნელმა, ელი ბაუპმა, რომელიც წარსულში ისეთ გუნდებს ხელმძღვანელობდა, როგორებიც "ბორდო", "სენტ-ეტიენი", "მარსელი", "ნანტი" და "ტულუზაა", საქართველოს ნაკრებისა და ბორდოელთა შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. 67 წლის სპეციალისტმა, "ბორდოს" ტალანტებზე საუბრის დროს ქართველი ფეხბურთელის დადებით უნარ-ჩვევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

"ბორდოში" ახალგაზრდების დიდი პოტენციალია. მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა თამაშს ტაქტიკურად აგების დროს. იმ 4-4-2 სათამაშო სქემაში, რომელსაც "ბორდოში" ყოფნის დროს ვიყენებდი, მისი ფეთქებადი და შემტევი ხასიათი ძალიან ბევრ დადებით რამეს შემძენდა.

მალკომ ბოკელე, დილან ბაკვა, ასევე ისუფ სისოხო, რომელიც ტრავმირებულია. მთლიანობაში, "ბორდოს" დიდი პოტენციალი აქვს.

ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ არსებობს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური გამოწვევები და დასვენებისა და მოდუნების დრო არ არის", - თქვა ელი ბაუპმა.

"ბორდოს" საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ 39 ქულა აქვს დაგროვებული და მესამე პოზიციას იკავებს - უახლოეს კონკურენტ "სოშოსთან" ჩამორჩენა 1 ქულაა. საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში ამ სეზონში მხოლოდ 2 საუკეთესო კლუბი დაწინაურდება. შემდეგ მატჩს "ბორდო" 18 თებერვალს, "პარიზის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ფეხბურთელს, მას "ბორდოს" მაისურით 17 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები