ბრემერის ტრავმა უმძიმესია - ბრაზილიელი მცველი მინიმუმ 7 თვეს იუქმებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" 27 წლის მცველმა - გლეისონ ბრემერმა, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ლაიფციგის" წინააღმდეგ, მატჩის სტარტზევე უმძიმესი ტრავმა მიიღო.
ბრაზილიელმა მცველმა მყესი და მენისკი ერთად დაიზიანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაციის ჩატარებაა საჭირო და ფეხბურთელი მომავალი 7-8 თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "იუვენტუსის" დაცვა მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. "ბებერ ქალბატონებს" სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 6 ტურის შემდეგ გოლი არ აქვთ გაშვებული.
ამ ბრწყინვალე დაცვის ერთ-ერთი საყრდენი კი სწორედ ბრაზილიელი მცველი იყო. მან მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა.