Belive

ბოქსინგ დეის სასწაული - პირველად 45 წლის განმავლობაში...

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბოქსინგ დეი" მოულოდნელობებითაა სავსე... თუ არც ისე სახარბიელო ფორმაში მყოფი "მანჩესტერ სიტის" მორიგი ფეხის დაცდენა და "ევერტონთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი, უკვე ნაკლებად გვიკვირს - "სტემფორდ ბრიჯზე" დაფიქსირებული შედეგი ნამდვილად მოულოდნელია.

"სტემფორდ ბრიჯზე" უპირობო ფავორიტად შერაცხული "ჩელსი" "ფულემთან" დამარცხდა. "არისტოკრატები" 82-ე წუთამდე ლიდერობდნენ, თუმცა ჰარი უილსონისა და როდრიგო მუნიზის გოლების წყალობით, "ფულემმა" მატჩის შემოტრიალება და ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეძლო.

სტუმრების გამარჯვება ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, "ფულემმა" "სტემფორდ ბრიჯზე" პირველი გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელი მატჩი, რომელიც ამ სტადიონზე "ფულემის" სასარგებლოდ დასრულდა, ზუსტად 45 წლის წინ, 1979 წელს გაიმართა.

"ბოქსინგ დეი" კიდევ 2 გამორჩეულ მატჩს გვთავაზობს, სადაც პრემიერ ლიგის ლიდერი, "ლივერპული" "ლესტერს" დაუპირისპირდება, ხოლო "არსენალი" "იფსვიჩის" ბარიერის გადალახვას შეეცდება.

სხვა სტატიები