Belive

მიხაილო მუდრიკმა სიცრუის დეტექტორის ტესტი ჩააბარა

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Daily Mail-ის ცნობით, უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ჩელსის 24 წლის ნახევარმცველმა, მიხაილო მუდრიკმა ნებაყოფლობით გაიარა სიცრუის დეტექტორის ტესტი, რათა დაემტკიცებინა, რომ მას აკრძალული ნივთიერებები განზრახ არასდროს გამოუყენებია.

2024 წლის დეკემბერში მუდრიკს აცნობეს, რომ ნოემბერში ჩატარებული დოპინგ-ტესტის წარუმატებლობი იყო. მისი „A“ ნიმუში აკრძალულ ნივთიერება მელდონიუმზე დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, მუდრიკი ფეხბურთიდან მოკვეთეს. მოგვიანებით მან „B“ ნიმუში წარადგინა, რომელმაც ასევე დადებითი შედეგი აჩვენა.

ამჟამად მუდრიკი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ მისი დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება. რეგლამენტის მიხედვით, თუ ფეხბურთელი დაამტკიცებს, რომ მის სხეულში 'დოპინგი' ისე მოხვდა, რომ თავად ფეხბურთელმა არ იცოდა, მას სასჯელს შეუმცირებენ. ასეთ სიტუაციებში, ყველაზე მკაცრ სასჯელად, 4-წლიან დისკვალიფიკაციას იყენებენ (პოგბას შემთხვევა - მასაც შეუმსუბუქეს).

მუდრიკი ჩელსიში 2023 წელს, დონეცკის შახტარიდან, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლურჯებში გადასვლის შემდეგ მან 73 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი.

სხვა სტატიები