Belive

"ბოლო 15 წელიწადში ჩელსი ინგლისის საუკეთესო გუნდია" - მაურისიო პოჩეტინო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ "ჩელსი" ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა.

"ჩელსის" შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. "ჩელსის" ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 წელიწადში "ჩელსი" ინგილისის საუკეთესო გუნდია." - განაცხადა პოჩეტინომ.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა 2022/2023 წლის სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულეს, რაც უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო ლონდონურ კლუბში მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგა. არგენტინელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მაურისიოს ლონდონში აქამდეც უმუშავია. ის "ტოტენჰემს" 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

სხვა სტატიები