პოლ მერსონი: "ინგლისმა რომ Euro 2024 ვერ მოიგოს, დიდი სენსაცია იქნება..."
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა - პოლ მერსონმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იქნება.
"წინ ნამდვილად ძალიან საინტერესო ევროპის ჩემპიონატი გველოდება. ცხადია, რომ ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იქნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანაა და მიკერძოებული ვარ, არამედ მგონია, რომ რეალურად ასეა. ჩვენ გვყავს ჯუდ ბელინგემი, ბუკაიო საკა და არაერთი ძალიან წარმატებული ახალგაზრდა ბიჭები.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრები მასპინძელია, მათ ღრმა შემადგენლობა არ ჰყავთ და არ მგონია, რომ შორს წავიდნენ. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ფრანგები ინგლისთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან.
ასეთი ისტორიული შანსი არასდროს გვქონია, ინგლისმა რომ ევროპის ჩემპიონატი წელს ვერ მოიგოს, დიდი სენსაცია იქნება..."
- პოლ მერსონი
პოლ მერსონს 1991-1998 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3-ჯერ შეძლო გოლის გატანა. გარდა ამისა, იგი "არსენალის"; "მიდლსბროს"; "ასტონ ვილასა" და "პორტსმუტის" ღირსებას იცავდა.