Belive

,,ბოლო 13 წლის განმავლობაში ბაიერნმა ბუნდესლიგა 12-ჯერ მოიგო'' - კანი ვირცის ლივერპულში გადასვლაზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა, ფლორიან ვირცის ლივერპულში ტრანსფერი შეაფასა:

,,ვირცის ლივერპულში გადასვლა? თავიდან ამან დამაფიქრა, მაგრამ ეს ადრეც გვინახავს. ჩემს დროს ასეთი ქვეყანა იტალია იყო - იქ ბევრი ფეხბურთელი გადადიოდა, მართალია შედარებით მომწიფებულ ასაკში, მაგრამ მაინც.

არ ვიცი, ეს კლუბების საკითხია თუ ლიგის, რადგან პირადად ჩემთვის პრემიერლიგა ყველაზე მიმზიდველი ჩემპიონატია. იქ სრულიად განსხვავებული მარკეტინგული შესაძლებლობებია.

ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს - რამდენად მიმზიდველია ბუნდესლიგა ასეთი მოთამაშეებისთვის? მაგალითად, ბაიერნი ბოლო 13 წლის განმავლობაში 12-ჯერ გახდა ჩემპიონი. მგონია, რომ დაფიქრებაა საჭირო, რაღაც უნდა შეიცვალოს. ადრე ჩემპიონი სხვადასხვა გუნდი ხდებოდა - შტუტგარტი, დორტმუნდი, ვოლფსბურგი, ვერდერი. შესაბამისად, ტიტულისთვის ბრძოლა გაცილებით საინტერესო იყო.

თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ესპანური გუნდების ანგარიშზე 18 თუ 19 ტიტულია, ინგლისის - 13, ხოლო გერმანიის - 3. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მოკრძალებული შედეგია.

როცა ფეხბურთელი ხარ, ფიქრობ - კარგი, გერმანიის ჩემპიონი 16-ჯერ, 17-ჯერ, 18-ჯერ გავხდები, მაგრამ ეს მართლა მიმზიდველია ჩემთვის? რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი ყველასთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ახალგაზრდა მოთამაშეს ბევრი რამ აქვს გასათვალისწინებელი - გუნდი, სათამაშო სისტემა, მთავარი მწვრთნელი და სხვა...'' - ოლივერ კანი

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ფლორიან ვირცი, რომლის ტრანსფერით მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდებოდა, ლივერპულმა 100 მილიონი ფუნტის (+15 მილიონი ფუნტი ბონუსის სახით) სანაცვლოდ იყიდა.

22 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები