Belive

"ბოკა მირჩევნია რივერს. ჩემი ოცნება ლა ბომბონერაზე თამაშია" - მარიო ბალოტელი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ "ბოკა ხუნიორსს" მოუწოდა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი მარიო ბალოტელი თავიანთ რიგებში გადაეყვანათ, რადგან იტალიელს ამ ზაფხულს "ადანა დემირსპორთან" კონტრაქტი ეწურება.

კუნ აგუერო და მარიო ბალოტელი კვირას ეტიჰადზე პრემიერ ლიგის საჩემპიონო თამაშზე ერთად იყვნენ, სადაც "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემი" 3:1 დაამარცხა.

თამაშის დროს სუპერ მარიომ არგენტინელს უთხრა, რომ:

წელს კონტრაქტი მიმთავრდება და თავისუფალი აგენტი ვარ. "ბოკა" მირჩევნია "რივერს". ჩემი ოცნება ლა ბომბონერაზე თამაშია - მარიო ბალოტელი

კუნმა ამის შემდეგ ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა "ბოკას" პრეზიდენტ ხუან რომან რიკელმეს

გამარჯობა რომი, მე ბალოტელისთან ერთად ვარ და გეტყვით, რომ მისი ოცნება "ბოკა"-ში თამაშია.

ივნისში ის თავისუფალი აგენტია, ახლა ის შენ განკარგულებაში იქნება - სერხიო აგუერო

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბალოტელის ინტერესი "ბოკას" მიმართაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, იტალიელმა იგივე თქვა აგუეროსთან ინტერვიუში.

სხვა სტატიები